შარლ მიშელი აცხადებს, რომ უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან დაძაბულობის განმუხტვას ხელს შეუწყობდა უკრაინული და რუსული მხარეების კონტაქტები ევროკავშირის მონაწილეობით
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან დაძაბულობის განმუხტვას ხელს შეუწყობდა უკრაინული და რუსული მხარეების კონტაქტები ევროკავშირის მონაწილეობით. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციაში.
როგორც ზელენსკის პრესსამსახურში აცხადებენ, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა და უკრაინის ლიდერმა სატელეფონო საუბარი გამართეს და უკრაინის საზღვრებთან რუსეთის შეიარაღებული ძალების კონცენტრაციის საკითხი განიხილეს.
მხარეებმა ასევე იმსჯელეს 15 დეკემბერს დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტთან დაკავშირებით.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ეს სამიტი უნდა იყოს შედეგიანი უკრაინისა და „ასოცირებული ტრიოს“ ინტერესების გათვალისწინების თვალსაზრისით.