შარლ მიშელი აცხადებს, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული დარტყმებით სამხედრო დანაშაული ჩაიდინა
ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელის თქმით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული დარტყმებით სამხედრო დანაშაული ჩაიდინა.
ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი „ტვიტერის“ გვერდზე წერს, რომ რუსეთის იერიშები უკრაინის ქალაქებზე კრემლის სასოწარკვეთილებას აჩვენებს.
„ეს განურჩეველი დარტყმები სამოქალაქო მოსახლეობაზე არის სამხედრო დანაშაული“, – წერს შარლ მიშელი.
მისივე თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერს უკრაინას, ხოლო რუსეთის რეჟიმმა პასუხი უნდა აგოს.
შარლ მიშელი აცხადებს, რომ უკრაინაში შექმნილი მდგომარეობა „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების შეხვედრაზე იქნება განხილული.
Russia’s horrendous attacks against Kyiv and other cities across #Ukraine show the desperation of the Kremlin.
These indiscriminate attacks on civilians are war crimes.
Committed to supporting Ukraine & holding Russian regime accountable – we’ll address this with @G7 partners.
— Charles Michel (@CharlesMichel) October 10, 2022