შაქრიანი დიაბეტის მქონე 18 წლამდე პირები გლუკომეტრის ტესტჩხირებს ბინაზე მიიღებენ

13:48, 01.04.2020

დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე შაქრიანი დიაბეტის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები გლუკომეტრის ტესტჩხირებს „საქართველოს ფოსტის“ კურიერების მეშვეობით საკუთარ საცხოვრებელ მისამართებზე მიიღებენ. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სოციალური მომსახურების სააგენტოდან აცნობეს.

სააგენტოს ცნობით, სამედიცინო დანიშნულების პროდუქტი უფასოდ დარიგდება.

ბინაზე მომსახურების სერვისი სოციალური მომსახურების სააგენტოსა და „საქართველოს ფოსტის“ თანამშრომლობით მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციიდან გამომდინარე მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, „საქართველოს ფოსტის“ კურიერები სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებს ბინაზე ემსახურებიან.

მსგავსი