შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში ჩინეთის პრეზიდენტი სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს შეხვდა

12:14, 31.08.2025

შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს შეხვდა.

სი ძინპინმა აზერბაიჯანულ და სომხურ დელეგაციებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა.

როგორც „როიტერი“ წერს, სი ძინპინი გეგმავს, გამოიყენოს ეს სამიტი იმის დემონსტრირებისთვის, როგორი იქნება „პოსტამერიკული საერთაშორისო წესრიგი და ასევე გაუწიოს დიპლომატიური მხარდაჭერა რუსეთს, რომელიც უკრაინაში ომის გამო საერთაშორისო სანქციების ქვეშ იმყოფება“.

მსგავსი