შანდორ ვარგა - კვარაცხელია პრემიერლიგისთვის მზა ფეხბურთელია #1TVSPORT
შანდორ ვარგა - კვარაცხელია პრემიერლიგისთვის მზა ფეხბურთელია #1TVSPORT

ცნობილმა საფეხბურთო აგენტმა, სანდორ ვარგამ დაადასტურა, რომ მისი სააგენტო Base Soccer „რუბინის“ თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიას საქმეებს განაგებს.

„რამდენიმე დღის წინ, ჩვენი სააგენტო Base Soccer-მა ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე მსაობა დაიწყო. ჩვენი კლიენტი ლეონიდ სლუცკი მჭიდრო კავშირშია ჩვენს აგენტ კრისტიან ემილისთან, რომელიც ჩემი აღზრდილი და მოსწავლეა და სლუცკის „ჰალსა“ და „ვიტესში” მუშაობსი დაწყებაში დაეხმარა. როგორია არის სლუცკის როლი? კომუნიკაცია ყოველთვის მნიშვნელოვანია. ჩემს ცხოვრებაში პირველი ორი ტრანსფერი იყო ოლეგ ლუჟნის „არსენალში” და სერგეი რებროვისტოტენჰემში” გადაყვანა. დღემდე ჩვენ ერთად ვმუშაობთ და ამ მომენტში სხვა მოთამაშეებმაც დაიწყეს ჩემთან კონსულტაცია. სლუცკის შემთხვევაშიც იგივე ამბავია. მისი როლი Base Soccer–თან და ემილთან თანამშრომლობის დაწყებაში განსაკუთრებით დიდია“ – განაცხდაა შანდორ ვარგამ.

მან ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო პოტენციალი შეაფასა: „შეძლებს თუ არა ხვიჩა პრემიერლიგაში თამაშს? ვხედავ, რომ ის ინგლისისთვის მზა ფეხბურთელია და მას პრემიერ ლიგაში განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია. ვიცი, რომ „რუბინი“ მზად იქნება გაუშვას მოთამაშე, თუ ისინი სოლიდურ შემოთავაზებას მიიღებენ, მაგრამ გუნდმა მრავალწლიანი პაუზის შემდეგ პირველად მიიღო ევროთასებზე გამოსვლის უფლება. რატომ არ უნდა შეეცადოს გუნდი მასთან ერთად ითამაშოს მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგაზე ან ევროპის ლიგაში. ახლა ფეხბურთში უფრო მეტი ფულია, ვიდრე საჭიროა. 30 მილიონი ძალიან რეალური თანხაა ხვიჩასთვის. თუ „რუბინი“ კვარაცხელიას შეინარჩუნებს და წარმატებით იასპარეზებს ევროპულ შეჯიბრებებში, ქართველის ფასი 60 მილიონ ევრომდე გაიზრდება. ესეც რეალურია“.

ვარგამ კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ხმებზე იმის შესახებ, რომ ხვიჩათი ინგლისური „ევერტონი“ დაინტერესდა: „ფარჰად მოშირთან და ალიშერ უსმანოვთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ხვიჩას მიმართ მათ დაინტერესებაზე არაფერი მსმენია. სხვათა შორის, „ევერტონის“ მწვრთნელი ანჩელოტიც ჩემი კლიენტია, თუ ლივერპულელებს კვარაცხელია უნდათ, ამის შესახებ გავიგებ“.

შანდორ ვარგა ცნობილი საფეხბურთო აგენტია – უკრაინაში დაბადებული და უნგრეთში გადასული მენეჯერი, რომლის მოგვარებულია სერგეი ალეინიკოვის მინსკის „დინამოდან“ „იუვენტუსში“ გადასვლა. სხვადასხვა დროს, თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ მწვრთნელებთან და ფეხბურთელებთან, როგორებიც არიან – ხრისტო სტოიჩკოვი, ოლეგ ბლოხინი, სერგეი რებროვი, ოლეგ ლუჟნი, ალექსანდრე შოვკოვსკი, ევგენი ხაჩერიდი, რუსლან როტანი, ანდრეი გუსინი, სერგეი ნაზარენკო, ანდრეი რუსოლი, რომან ბეზუსი, ანდრეი კანჩელსკისი და ბევრი სხვა.