შალვა თადუმაძე - რუსეთი ოკუპანტია და ყველა ქართველის ვალდებულებაა, რეალობა დააფიქსიროს
შალვა თადუმაძე - რუსეთი ოკუპანტია და ყველა ქართველის ვალდებულებაა, რეალობა დააფიქსიროს

რუსეთი ოკუპანტია, მე დიპლომით მქონდა შესაძლებლობა, ვყოფილიყავი შეიარაღებული ძალების ოფიცერი და იქ ყოველ შემთხვევაში ეს მენტალიტეტი ჩამომიყალიბდა, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, შალვა თადუმაძემ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეს, რომელმაც მას რუსეთთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირება სთხოვა.

„არ ვიცი, სხვები რატომ იკავებდნენ თავს. მე ამ დიპლომით მქონდა შესაძლებლობა, ვყოფილიყავი შეიარაღებული ძალების ოფიცერი და იქ ყოველ შემთხვევაში ეს მენტალიტეტი ჩამომიყალიბდა. ოკუპანტი არის ოკუპანტი და შესაბამისად, ვფიქრობ, ეს ყველა ქართველის ვალდებულებაა, დააფიქსიროს რეალობა როგორც არის. ოკუპანტი არის ოკუპანტი“, – განაცხადა შალვა თადუმაძემ.

დატოვე კომენტარი