შალვა თადუმაძე - რომ არა უკანასკნელი წლების პროფესიული კარიერა, საბოლოო ჯამში, მაინც ვისურვებდი, მქონოდა მოსამართლის სტატუსი
შალვა თადუმაძე - რომ არა უკანასკნელი წლების პროფესიული კარიერა, საბოლოო ჯამში, მაინც ვისურვებდი, მქონოდა მოსამართლის სტატუსი

რომ არა ის პროფესიული კარიერა, რაც უკანასკნელ წლებში დავაგროვე, საბოლოო ჯამში, მაინც მივიდოდი ამ სტატუსის მიღებამდე და ვისურვებდი, რომ მქონოდა მოსამართლის სტატუსი, თუ ჩემი პროფესიული განვითარება იქნებოდა დამოკიდებული მხოლოდ საადვოკატო საქმიანობაზე, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ იუსტიციის საბჭოში გასაუბრებისას განაცხადა.

ამასთან, შალვა თადუმაძემ აღნიშნა, რომ სხვადასხვა მოვლენების გათვალისწინებით, მისი მოსამართლეობა რთული იქნებოდა იმ დროს, როდესაც იგი საადვოკატო საქმიანობას ეწეოდა.

„მაშინ, როდესაც ხარ მაღალი ლეგიტიმაციის მქონე თანამდებობის პირი, მით უმეტეს, რომ გადახედავ შენს მიერ განვლილ გზას, არის ის, რომ შესაბამისი სტატუსის მოპოვებაზე იფიქრო.

თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ რთული იქნებოდა ჩემი მოსამართლეობა იმ დროს, როდესაც საადვოკატო საქმიანობას ვეწეოდი, სხვადასხვა მოვლენების გამო, რომელზეც მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ არ ვისაუბროთ. ამიტომ, როდესაც მომეცა შესაძლებლობა, მივიღო მოსამართლის სტატუსი, მაშინ გადავწყვიტე, რომ მივიღო მოსამართლის სტატუსი“, – განაცხადა შალვა თადუმაძემ.