შალვა თადუმაძე განმარტავს, რატომ ფიგურირებს მის დიპლომში ჩაბარების თარიღად 1993 წელი, როცა უმაღლესი სასწავლებელი 1994 წელს დაარსდა
შალვა თადუმაძე განმარტავს, რატომ ფიგურირებს მის დიპლომში ჩაბარების თარიღად 1993 წელი, როცა უმაღლესი სასწავლებელი 1994 წელს დაარსდა

ის იურიდიული სასწავლებელი, რომელიც წერია ჩემს დიპლომში სამეწარმეო სახელწოდებად არსებობდა რეგისტრირებულ თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტისთვის. სამეწარმეო საქმიანობად ოპერირებდა ამ სახელწოდებით. მე შემიძლია, სხვა ადამიანები მიგითითოთ, მათ შორის საჯარო სივრცეში მათი ავტობიოგრაფიები, სადაც ფიქსირდება, რომ იმავე პერიოდში აქვთ მიღებული იმავე დაწესებულების დიპლომი, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, შალვა თადუმაძემ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„1994 წელს ჩავაბარე ინსტიტუტში, რომელიც დავამთავრე 1998-ში, თუმცა 1997 წელს მიღებული კანონის საფუძველზე, დიპლომის გამცემი ვალდებული იყო, ჩაეწერა სასწავლო პროგრამის ხანგრძლივობა და ვინაიდან ჩემი პროგრამა ხუთწლიანი იყო და მე ექსტერნატის ფორმით ჩავაბარე გამოცდები, ინსტიტუტში სწავლის ხანგრძლივობად მიუთითეს 1993-1998 წლები“, – აღნიშნა შალვა თადუმაძემ.

რაც შეეხება სასწავლებლის იურიდიულ სახელწოდებას, რასთანაც ასევე არსებობს კითხვები, თადუმაძე ამბობს, რომ მისი სწავლის პერიოდში ინსტიტუტი იმ სახელწოდებით ოპერირებდა, რაც დიპლომშია მითითებული.

„ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი – ეს არის მითითებული. მე დავამთავრე ის 1998-ში. საგადასახადოში რა ერქვა არ ვიცი, მაგრამ ბეჭდებზე და იმ დიპლომზე, რომელსაც თავისი სარეგისტრაციო ნომერი გააჩნია, ყველგან ესაა მითითებული. სარეგისტრაციო სახელი სხვაა და საწარმოო სახელი სხვა,“ – განაცხადა შალვა თადუმაძემ.

თადუმაძის თქმით, ის დაასახელებს, სად აქვს წარდგენილი ეს დიპლომი იმავე ჩანაწერებით.

არაორდინარულია და მესმის, რომ ეჭვის საფუძველი შეიძლება, არსებობდეს. იმ შემთხვევაში, როდესაც არ წარვადგენ ხოლმე დიპლომს, ყოველთვის მივუთითებ ფაქტობრივ მოცემულობას, რადგან ამ გამოკლების პრინციპით, რომ 93-ში როგორ ჩააბარებდი თუ 94-ში სკოლა დაამთავრე და ამიტომ მიუთითებ ფაქტობრივ მოცემულობას, რომ 1994-ში ჩავაბარე 1999-ში დავამთავრე, მაგრამ სადაც და ძალიან ბევრგან და ვიტყვი, სადაც მაქვს წარდგენილი ეს დიპლომი ამ ჩანაწერებით, ყველგან მითითებული მაქვს, რომ ჩემი სასწავლო პერიოდი 1993-1998 ექსტერნატის ფორმით დავამთავრე“, – დასძინა შალვა თადუმაძემ.