შალვა თადუმაძე აცხადებს, რომ თუ მოსამართლე ვერ გახდება, საფიქრალი გაუჩნდება, დარჩეს თუ არა გენერალურ პროკურორად

12:37, 09.10.2019

შალვა თადუმაძე აცხადებს, რომ თუ პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ არ აირჩევს, საფიქრალი გაუჩნდება, დარჩეს თუ არა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე.

შალვა თადუმაძეს ​ნინო გოგუაძემ დაუსვა შეკითხვა – სად გააგრძელებს საქმიანობას, თუ პარლამენტი მხარს არ დაუჭერს.

„ლეგიტიმაციის მხრივ საფიქრალი გამიჩნდება, დავრჩე თუ არა ასეთ შემთხვევაში ამავე პოზიციაზე – გენპროკურორის თანამდებობაზე“, – განაცხადა შალვა თადუმაძემ.

მსგავსი