შალვა შავგულიძემ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა
შალვა შავგულიძემ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო სიის წევრმა, შალვა შავგულიძემ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა.

შავგულიძე ევროკავშირის წარმომადგენლობაში შეთანხმებაზე ხელმოსაწერად ცოტა ხნის წინ მივიდა.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა პარტიების წარმომადგენლებს გუშინ მოუწოდა, რომ დღესაც შეეძლოთ ევროკავშირის წარმომადგენლობაში შეთანხმებაზე ხელმოსაწერად მისვლა.

ამასთან, პრეზიდენტის სასახლეში შარლ მიშელის დოკუმენტს სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებმა გუშინ მოაწერეს ხელი.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პოლიტიკურ პარტიებს ახალი დოკუმენტი წარუდგინა. კერძოდ, შარლ მიშელის წარდგენილი ახალი დოკუმენტის მიხედვით, 2022 წელს დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ მმართველი პარტია ადგილობრივ არჩევნებში 43 პროცენტზე ნაკლებს მიიღებს.

ამასთან, შარლ მიშელის ​დოკუმენტის მიხედვით, შეთანხმების გაფორმებიდან ერთ კვირაში მხარეებმა პოლიტიზებულად აღქმული ორი საქმე უნდა განიხილონ.