შალვა შავგულიძე -  მელიას გათავისუფლება ევროპარლამენტარების თავდებობით თუ მოხდება, უკეთესი ვარიანტია
შალვა შავგულიძე - მელიას გათავისუფლება ევროპარლამენტარების თავდებობით თუ მოხდება, უკეთესი ვარიანტია

ამნისტიის გარეშეც თუ მოხდება, მით უმეტეს ევროპარლამენტარების თავდებობით ნიკა მელიას გათავისუფლება, ეს კიდევ რა თქმა უნდა, უკეთესი ვარიანტია, –  ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო სიის წევრმა, შალვა შავგულიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გირაოს საკითხზე საუბარი შეთანხმებაზე ხელმოწერის მომენტიდან დასრულდა.

„გირაოზე საუბარი აღარ არის. გირაოს საკითხზე საუბარი დასრულდა ამ შეთანხმებაზე ხელმოწერის მომენტიდან. ეს შეთანხმება ითვალისწინებს ამნისტიით ნიკა მელიას გათავისუფლებას, ისევე როგორც ამნისტირებას სხვა ყველა ბრალდებული და მსჯავრდებული პირის, სამოქალაქოების, რომლებიც მონაწილეობდნენ საპროტესტო აქციებში. ამნისტიის გარეშეც თუ მოხდება, მით უმეტეს ევროპარლამენტარების თავდებობით ნიკა მელიას გათავისუფლება, ეს კიდევ რა თქმა უნდა, უკეთესი ვარიანტია. ძალიან მინდა, რომ ეს საკითხი დადებითად გადაწყდეს“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.

„ლელოში“ აცხადებენ, რომ ევროპელი პარლამენტარები მზად არიან, თავდებში დაუდგნენ ნიკა მელიას.

„ლელოს“ ლიდერებმა ევროპარლამენტარებს შესთავაზეს, რომ ევროპელი პარლამენტარები თავდებში დაუდგნენ ნიკა მელიას, რათა დაუყონებლივ შეიცვალოს მისი აღმკვეთი ღონისძიება და მელია იქნას გათავისუფლებული.

„ლელოს“ ეს ინიციატივა ინტენსიურად განიხილება ბრიუსელში. სამუშაო შეხვედრებზე განხილული ეს წინადადება ევროპარლამენტარების მხრიდან დადებითად იქნა მიღებული. შესაბამისად, ევროპელი პარლამენტარები მზად არიან, ჩაერთონ ამ ინიციატივაში და თავდებში დაუდგნენ ნიკა მელიას“, –  აღნიშნულია „ლელოს“ პრესსამსახურის ინფორმაციაში.