შალვა შავგულიძე - ამნისტია ხელისუფლებას შეუზღუდავ შესაძლებლობას აძლევს, ეს აქტი საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიყენოს
შალვა შავგულიძე - ამნისტია ხელისუფლებას შეუზღუდავ შესაძლებლობას აძლევს, ეს აქტი საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიყენოს

„ქართული ოცნების“ კანონპროექტი არ პასუხობს იმ ფუნქციას, რის გამოც ამნისტია იყო გათვალისწინებული შარლ მიშელის დოკუმენტში. ამნისტიის აქტით უნდა მომხდარიყო პოლიტიკური დაძაბულობის განელება 20 ივნისზე და იმდენად გაუმართავი კანონპროექტი მოამზადეს, რომ ეს გამოიწვევს უფრო მეტად აღშფოთებას, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, შალვა შავგულიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების კანონპროექტი არ ეხება კონკრეტულ ნორმებს, რომლის ამნისტირებაც იგეგმება.

„პროექტი ამბობს, რომ ამნისტირებული იქნება ყველა ნორმა გარდა ოთხი ნორმისა, წამება-არაადამიანური მოპყრობის გარდა. ასეთი ზოგადი ამნისტია ხელისუფლებას უტოვებს შეუზღუდავ უფლებამოსილებას ამ ფაქტთან დააკავშიროს ნებისმიერი დანაშაული სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული და ის მოაქციოს ამნისტიაში. ასევე, არ დააკავშიროს რაიმე დანაშაული და არ მოაქციოს. ამნისტია ხელისუფლებას შეუზღუდავ შესაძლებლობას აძლევს, ეს აქტი საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიყენოს, საზოგადოებაში ვერც სამართლიანობის განცდას გააჩენს და ვერც მალამოს ფუნქციას შეასრულებს ამ ფაქტთან დაკავშირებით“, – განაცხადა შავგულიძემ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.