შალვა პაპუაშვილი - ყველა ვთანხმდებით, რომ ამნისტიაში ვერ იქნება ისეთი რამ​, რაც ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას
შალვა პაპუაშვილი - ყველა ვთანხმდებით, რომ ამნისტიაში ვერ იქნება ისეთი რამ​, რაც ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას

კიდევ ერთხელ ავუხსენით და ყველა ვთანხმდებით, რომ ვერ იქნება ამნისტიაში ისეთი რამ, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ვფიქრობ, ბევრ საკითხს ვათანხმებთ და ვნახოთ, იქნება თუ არა ეს ერთობლივი პროექტის საფუძველი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, შეთანხმება არსებობს იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ ამნისტია ჯანმრთელობის ხანგრძლივად მძიმე დაზიანებას ვერ შეეხება.

მოვთელეთ გარკვეული საკითხები. ვთანხმდებით, მაგალითად, ერთ საკითხზე, რომელზეც გუშინაც და დღესაც ვსაუბრობდით, თავდაპირველად სპეკულაციურად აიწია, თითქოს შეიძლება, ისეთი რამ იყოს ამნისტიაში, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას არღვევს, მათ შორის მაგალითები დაზიანების, რომლებიც ზოგიერთ დაზარალებულს აქვს. ამაზე კიდევ ერთხელ ავუხსენით და ვთანხმდებით ყველა, რომ რა თქმა უნდა, ვერ იქნება ამნისტია, რომელიც კონვენციას ეწინააღმდეგება. ასე რომ, აქ სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, როდესაც დაზაიანება იმდენად მძიმეა, რომ ჯანმრთელობა ხანგრძლივად არის შერყეული და სერიოზულად არის, ახლა კონკრეტულ მაგალითებს არ დავასახელებ, რაც სახელდება, რა თქმა უნდა, ასეთ საკითხებს არ შეეხება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, პაპუაშვილის თქმით, ამნისტია შეეხება ყველას, მათ შორის, სამართალდამცველებს.

„ეს ამნისტია ეხება 20 ივნისთან დაკავშირებულ ყველა დარღვევას, შესაბამისად, მათ შორის სამართალდამცველებსაც, რა თქმა უნდა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

დატოვე კომენტარი