შალვა პაპუაშვილი - უკანონო მხოლოდ მათი პატიმარია, გამოხატვა მხოლოდ მათი უფლებაა, სხვებს არ ჰყავთ მშობლები, შვილები, არ აქვთ პროტესტის უფლება
შალვა პაპუაშვილი - უკანონო მხოლოდ მათი პატიმარია, გამოხატვა მხოლოდ მათი უფლებაა, სხვებს არ ჰყავთ მშობლები, შვილები, არ აქვთ პროტესტის უფლება

უკანონო მხოლოდ მათი პატიმარია, გამოხატვა მხოლოდ მათი უფლებაა, თავისუფლება მხოლოდ მათთვისაა, ამომრჩეველი მხოლოდ მათია, ადამიანები მხოლოდ ისინი არიან… ყველა სხვა, მათთვის ადამიანი არ არის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

ამასთან, პაპუაშვილის თქმით, სიტყვა „მონას“ გამოყენებით, ისინი სხვებისადმი საკუთარ დამოკიდებულებას აჩვენებენ.

„უკანონო მხოლოდ მათი პატიმარია, გამოხატვა მხოლოდ მათი უფლებაა, თავისუფლება მხოლოდ მათთვისაა, ამომრჩეველი მხოლოდ მათია, ადამიანები მხოლოდ ისინი არიან…ყველა სხვა, მათთვის ადამიანი არ არის. სხვები არ არიან ამომრჩევლები, სხვებს არ ჰყავთ მშობლები და შვილები, სხვებს არ აქვთ პროტესტის უფლება. ჯერ „თავისუფლება მიშათი“ დასცინეს, მერე მიტინგიდან მეგაფონით დაუმატეს, და ახლა ამის გაპროტესტებისთვისაც აბუჩად იგდებენ. სიტყვა „მონას“ შემთხვევით არ იყენებენ. ამით სხვებს კი არ აღწერენ, სხვებისადმი საკუთარ დამოკიდებულებას აჩვენებენ… მონა უუფლებო ადამიანია. სწორედ ასეთებად მიიჩნევენ ყველას, ვინც მათთან არ არის.

ჰოდა, როგორც პლანტატორებისთვის ხსნილი იყო მონებზე, ასე უხსნილებენ თავის იდეოლოგიურ ბაბლს. ცილისწამება, აბუჩად აგდება, გარიყვა… ორი წვეთი ძალაუფლებაც რომ მისცე, ჯაშუშების და „პუწინის მონების“ იარლიყით ჩაყრიან ფიზიკურ თუ მორალურ დილეგში. იზამენ… ნამდვილად იზამენ… თვალსაც არ დაახამხამებენ, ისე იზამენ… და ეს, ყველამ ვიცით… ყველამ“, – წერს შალვა პაპუაშვილი.