შალვა პაპუაშვილი - უცხოური დაფინანსებით მოქმედი „ენჯეოები“ მართლმსაჯულებას თავს ესხმიან, დონორების პასუხისმგებლობაა, რომ მათი ფული ქართული სახელმწიფოს ძირის გამოსათხრელად იხარჯება
შალვა პაპუაშვილი - უცხოური დაფინანსებით მოქმედი „ენჯეოები“ მართლმსაჯულებას თავს ესხმიან, დონორების პასუხისმგებლობაა, რომ მათი ფული ქართული სახელმწიფოს ძირის გამოსათხრელად იხარჯება

შემაშფოთებელია ის განცხადებები, რასაც „ენჯეობისგან“ გუშინ და დღეს ვისმენთ, ისინი იყენებენ ტერმინს, „კლანი“, რაც სტიგმატიზებაა მოსამართლეების, მცდელობაა, რომ სასამართლოს დისკრედიტაცია მოხდეს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ის, რომ უცხოური დაფინანსებით მოქმედი „ენჯეოები“ ქართულ მართლმსაჯულებას თავს ესხმიან.

„ვფიქრობ, დონორების პასუხისმგებლობაა ის, რომ ამ დღეებში მათი ფული იხარჯება ქართული სახელმწიფოსთვის ძირის გამოსათხრელად. მათი პასუხისმგებლობაა, რომ ფარული დეზინფორმაციული კამპანია გააჩერონ. სამწუხაროა, რომ „ენჯეოები“ უკვე იმ დონემდე მივიდნენ, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნების ფულს სახელმწიფოსთვის ძირის გამოსათხრელად იყენებენ. მნიშვნელოვანია ამაში დონორები ჩაერიონ, რადგან ეს მათი პასუხისმგებლობაა. ქართველი ხალხის წინააღმდეგ ფულის ხარჯვა ნამდვილად არ არის არცერთი დონორის უფლება და მნიშვნელოვანია, რომ ისინი თავიანთი მოქალაქეების ფულს ყურადღებით მოეპყრონ და არ ხარჯონ სხვა ქვეყნებისთვის ძირის გამოსათხრელად“, – განაცხადა პაპუაშვილმა.