შალვა პაპუაშვილი - სოფელ კარდენახში ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების ელჩებთან გვქონდა მეგობრული, არაფორმალური შეხვედრა, სადაც გაიმართა დისკუსია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე
შალვა პაპუაშვილი - სოფელ კარდენახში ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების ელჩებთან გვქონდა მეგობრული, არაფორმალური შეხვედრა, სადაც გაიმართა დისკუსია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სოფელ კარდენახში ევროკავშირისა და გაერთიანების წევრი ქვეყნების ელჩებთან შედგა მეგობრული, არაფორმალური შეხვედრა, რომელზეც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა. ამის შესახებ პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„კახეთის სოფელ კარდენახში ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების ელჩებთან გვქონდა მეგობრული, არაფორმალური შეხვედრა, სადაც გაიმართა დისკუსია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით, რაც კანდიდატის სტატუსის მიღების წინ კიდევ უფრო აქტუალური და დროული იყო. გავმართეთ საუბრები ამ რთულ და საინტერესო გზაზე საქართველოს მიღწევებზე, გამოწვევებსა და გეგმებზე. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ევროპელ დიპლომატებს მათი ძალისხმევისთვის. კვლავაც ველოდებით მათგან ინტენსიურ პარტნიორობას და თანამშრომლობას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.