შალვა პაპუაშვილი – საკონსტიტუციო სასამართლოში რაც ვნახეთ, ჩვენი სარჩელის დასაბუთებაა, პარტიების წარმომადგენლებმა ვერცერთი ბრალდება ვერ უარყვეს

20:07, 09.11.2026

საკონსტიტუციო სასამართლოში რაც ვნახეთ, ერთის მხრივ, ჩვენი სარჩელის დასაბუთებაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პარტიების წარმომადგენლებმა ვერცერთი ბრალდება ვერ უარყვეს.

„პრეტენზიები, რომელიც ხუთი პარტიის მიმართ წაყენებული გვაქვს, სრულად დასაბუთებულია მათი ისტორიიდან გამომდინარეც და იმ პროცესზე გაკეთებული განცხადებებიც კი მტკიცებულებებია ჩვენი სარჩელის სასარგებლოდ. მეორე მხრივ, პარტიების წარმომადგენლების განცხადებები ვნახეთ, რომლებმაც ვერცერთი ბრალდება ვერ უარყვეს. ამდენი დღე საუბრობდნენ და ერთადერთი, რაც გააკეთეს, გაღმა შედავების პრინციპით მოქმედებდნენ და „ქართულ ოცნებას“ რაღაცებში ბრალს სდებდნენ. ეს აბსოლუტურად არალერევანტურია, ტყუილად დაიხარჯნენ. ტყუილად დახარჯეს თავისი დროც და სასამართლოს დროც, რადგან ბრალდებებზე ვერაფერი ვერ თქვეს და ვერაფერი ვერ უარყვეს. რამდენიმე დღე ილაპარაკეს და ეს არც მათ სამართლებრივ მდგომარეობას უშველის რამეს და არც იმ შეფასებას, რომელიც ქართველ ხალხს უკვე დიდი ხანია, გამოტანილი აქვს“,- აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი