შალვა პაპუაშვილი - სააკაშვილს ჩადენილი აქვს დანაშაულები საქართველოს ტერიტორიაზე, რასაც, სხვათა შორის, აღარავინ უარყოფს, როგორც ვიცი, ის არ არის უკრაინის ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საქართველოში იხდის სასჯელს
შალვა პაპუაშვილი - სააკაშვილს ჩადენილი აქვს დანაშაულები საქართველოს ტერიტორიაზე, რასაც, სხვათა შორის, აღარავინ უარყოფს, როგორც ვიცი, ის არ არის უკრაინის ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საქართველოში იხდის სასჯელს

მიხეილ სააკაშვილს ჩადენილი აქვს დანაშაულები საქართველოს ტერიტორიაზე, ამ დანაშაულებს, სხვათა შორის, უკვე აღარავინ აღარ უარყოფს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, გაითვალისწინებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უკრაინის ომბუდსმენის მიერ სააკაშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ მოწოდებებს.

პაპუაშვილის თქმით, სააკაშვილი არ არის უკრაინის ერთადერთი მოქალაქე, რომელიც სასჯელს საქართველოში იხდის.

„მიხეილ სააკაშვილს ჩადენილი აქვს დანაშაულები საქართველოს ტერიტორიაზე, ამ დანაშაულებს, სხვათა შორის, უკვე აღარავინ უარყოფს. ჩვენ ვნახეთ რეზოლუციაც, რომელშიც ერთი სიტყვაც არ არის ნათქვამი, თითქოს მიხეილ სააკაშვილი უკანონოდ არის გასამართლებული, აღარავინ დავობს, შესაბამისად, ჩადენილი აქვს დანაშაული საქართველოს ტერიტორიაზე და სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე. როგორც ვიცი, ის არ არის უკრაინის ერთადერთი მოქალაქე, რომელიც სასჯელს საქართველოს ციხეში იხდის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ქართულ მახრეს მოუწოდებს, „უზრუნველყოს სააკაშვილის სათანადო სამედიცინო დახმარება, ასევე დააკმაყოფილოს შუამდგომლობა მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების შესახებ, რათა ის გადაყვანილი იყოს ევროპის ან აშშ-ის კლინიკაში შემდგომი მკურნალობისთვის“. უკრაინის ომბუდსმენი დმიტრო ლუბინეცი კი სთხოვს საქართველოს ხელისუფლებას, მიხეილ სააკაშვილთან შეუშვან.