შალვა პაპუაშვილი – რამდენი წელია, ოპოზიციაში ვაკვირდებით შეყრას, გაყრას, რადიკალიზმი, რომელსაც თესენ, საბოლოო ჯამში, თავად მათ ჭამთ და მათივე პრობლემა ხდება

13:56, 03.06.2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციაში დაპირისპირება მუდმივი პროცესია.

პაპუაშვილის თქმით, რადიკალიზმი, რასაც ოპოზიცია სთესს, საბოლოო ჯამში, ისევ მათი პრობლემა ხდება.

„ოპოზიციაში პირველად რომ ხდებოდეს დაპირისპირება, რაიმეს ვიფიქრებდით, მაგრამ ეს უკვე მუდმივი პროცესია. რამდენი წელია, ოპოზიციაში შეყრას, გაყრას ვაკვირდებით. უკვე ვეღარ გაგვიგია, რა არის გულწრფელი, რა ნათამაშევი, რა გარედან დაგეგმილი, რა შიგნიდან სპონტანური. ზოგადად, ასეთი პროცესები ყველა პოლიტიკოსის ბედია, ვინც საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიდის. რადიკალიზმი, რომელსაც თესენ, საბოლოო ჯამში, თავად მათ ჭამთ და მათივე პრობლემა ხდება. ისემც უქნიათ, დაუჭამიათ ერთმანეთი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი