შალვა პაპუაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ წინა ხელისუფლების მიერ არეული სამართლებრივი დავები მწყობრში მოიყვანა და სტრასბურგის სასამართლოში წარმატებამდე მიიყვანა
შალვა პაპუაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ წინა ხელისუფლების მიერ არეული სამართლებრივი დავები მწყობრში მოიყვანა და სტრასბურგის სასამართლოში წარმატებამდე მიიყვანა

განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ წინა ხელისუფლების მიერ არეული სამართლებრივი დავები მწყობრში მოიყვანა და სტრასბურგის სასამართლოში წარმატებამდე მიიყვანა.

„სამწუხაროდ, წინა ხელისუფლებამ საერთაშორისო დონეზე ვერ შეძლო შესაბამისი წარმატების მიღწევა სამართლებრივი დავის თვალსაზრისით, სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შეძლო ის, რომ იანვარში სტრასბურგის სასამართლომ გამოტანა გადაწყვეტილება, რითაც დაადასტურა, რომ ეს იყო რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ აგრესია და სამართლებრივი შეფასებით, ოკუპაციის პირობებში ვიმყოფებით. „ქართული ოცნება“ ისაა, ვინც წინა ხელისუფლების მიერ არეული სამართლებრივი დავები მოიყვანა მწყობრში და წარმატებამდე მიიყვანა სტრასბურგის სასამართლოში. დარწმუნებული ვარ, ასეთი საერთაშორისო დავები წარმატებით დასრულდება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, რა ბერკეტი არსებობს იმისათვის, რომ რუსეთმა დეპორტირებულების საქმეზე კომპენსაცია გადაიხადოს, პაპუაშვილმა უპასუხა: „ეს ბერკეტია საერთაშორისო ზეწოლა, რომელიც უნდა განხორციელდეს რუსეთზე საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან და იმედი მაქვს, შედეგს გამოიღებს, რადგან ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, რომ რუსეთი ვაიძულოთ, სასამართლოს გადაწყვეტილება შეასრულოს“.

სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მეოთხე სახელმწიფოთაშორისი საჩივრის, ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე განხილვა განაახლა.

დატოვე კომენტარი