შალვა პაპუაშვილი - პრობლემა არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელში, პრობლემა არის თავად პარტიაში, რომელიც ეფუძნება ძალადობას, დეზინფორმაციას, შუღლს, ზიზღს
შალვა პაპუაშვილი - პრობლემა არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელში, პრობლემა არის თავად პარტიაში, რომელიც ეფუძნება ძალადობას, დეზინფორმაციას, შუღლს, ზიზღს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ პრობლემა არა პარტიის ხელმძღვანელში, არამედ თავად ორგანიზაციაშია, რომელიც ეფუძნება ძალადობას და დეზინფორმაციას.

პაპუაშვილის თქმით, ვიდრე ეს პრობლემა არ გადაიჭრება, „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის უარს მიიღებს საქართველოს მოსახლეობისგან.

„ვიდრე ეს პრობლემა არ გადაწყდება ორგანიზაციაში, რომელიც ეფუძნება ძალადობას, დეზინფორმაციას, ტყუილს, შუღლს, ზიზღს, ვიდრე ამ ყველაფერს არ მოიცილებს აღნიშნული ორგანიზაცია, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება მისი ხელმძღვანელი, მანამდე საქართველოს მოსახლეობა მას ყოველთვის ეტყვის უარს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.