შალვა პაპუაშვილი - პრემიერის გამოსვლა კარგი ტესტი იქნება, ყველა უნდა დავაკვირდეთ, როგორ მოიქცევა ოპოზიცია
პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, პრემიერ-მინისტრის მიერ ანგარიშის წარდგენა კარგი ტესტი იქნება, რადგან ყველა დააკვირდება, როგორ მოიქცევა ოპოზიცია. როგორც საქართველოს პირველ არხს პაპუაშვილმა განუცხადა, მმართველი გუნდი სპეციალურად რაიმე პოზას არ დაიჭერს, რომ პარლამენტი იყოს სპეციალურად კრიტიკული, ან არ იყოს.
„ეს არის ბუნებრივი პროცესი, პარლამენტი არის მთავრობის მაკონტროლებელი ორგანო. პრემიერის მოხსენებას მოვისმენთ და გვექნება კითხვები. პრემიერი არის ჩვენი გუნდის ნაწილი და მას აქვს მხარდაჭერა, რომელსაც ვფიქრობ, რომ დღევანდელ მსჯელობაში გაიძლიერებს.
კარგი ტესტი იქნება, ყველა უნდა დავაკვირდეთ, როგორ მოიქცევა ოპოზიცია. პარლამენტში ცხრა საარჩევნო სუბიექტია წარმოდგენილი, რაც სრულ შესაძლებლობას იძლევა დემოკრატიული მსჯელობას და იმედი მაქვს, ასე გამოიყენებს და იქნება საგნობრივი მსჯელობა და არა – სცენების მოწყობა და პოზირება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის საქმიანობის შესახებ პარლამენტს წლიურ ანგარიშს დღეს წარუდგენს.