შალვა პაპუაშვილი – ომის პარტია როცა აწყობს აქციებს, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის მტრობის, დაპირისპირების პარტია, რომელთაც სურთ გარე პოლიტიკური ჯგუფების მომსახურე იყოს ჩვენი ქვეყანა

12:00, 27.09.2026

როცა აქციის ორგანიზატორია ომის პარტია, რომელსაც საქართველოში ახალი ომი უნდა, მათ ეს ომი უნდოდათ 2022 წელსაც და ავაცილეთ ამ ომს, ეს უნდათ დღესაც, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის ომის პარტია, რომელმაც 2008 წელს ვერ აიცილა ომი და საქართველო შეიყვანა ხელახალ დამანგრეველ კონფლიქტში.

„ნაციონალური მოძრაობა“ და პერსონალურად ეს ადამიანები არიან, რომლებმაც 2008 წლის ომში შეიყვანა ჩვენი ქვეყანა. ომის პარტია როცა აწყობს აქციებს, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის მტრობის, დაპირისპირების და ომის პარტია, რომელსაც სურს ერთი რამ, სხვა ქვეყნების თუ გარე პოლიტიკური ჯგუფების მომსახურე იყოს ჩვენი ქვეყანა, როცა გვეტყვიან იომეთო, უნდა ვიომოთ, როცა გვეტყვიან მშვიდად იყავითო, ასე უნდა ვიყო. სხვების მომსახურე ქვეყანა უნდა ვიყოთ“, – განაცხადა პაპაუშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, როდესაც სექტა ყალიბდება, შეუძლებელია, რომ მან საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი მიიმხროს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის აგრესიული, ფუნდამენტალისტური სექტა, რომელასაც სამყარო დაყოფილი აქვს თავისიანებად და სხვებად, სადაც ვხედავთ თავდასხმებს მათზე, ვისაც ისინი თავისიანად არ თვლიან. რამდენი მტკიცებულება იყო წარმოდგენილი ბოლო დღეებში, ფეხბურთელებზე თავდასხმა, პოლიტიკური მოტივაციით თავდასხმა. ვინმე კი არ საუბრობს, როგორი იყო საფეხბურთო ტაქტიკა, ვინ ძლიერად ითამაშა და ვინ სუსტად, პირდაპირ პოლიტიკური ნიშნით არის ადამიანებზე თავდასხმა. სხვა რამე კი არ არის ფაშიზმი, ეს ერის ადამიანების გამოყოფა გარკვეული ნიშნით და ამ შემდეგ მათზე თავდასხმა. ასე რომ, ჩვენ რასაც ვაკვირდებით, ეს არის ნიშნები, თუ რატომ არის ადამიანთა ეს ჯგუფი სექტანტური აზროვნების და რატომ არის აგრესიული და ფუნდამენტალისტური“, – განაცხადა პაპაუშვილმა.

მსგავსი