შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აჯანჯღარა ეს ქვეყანა და, საბოლოო ჯამში, თავად მოიშალნენ
შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აჯანჯღარა ეს ქვეყანა და, საბოლოო ჯამში, თავად მოიშალნენ

ეს არის ლოგიკური დასასრული იმ რადიკალური დღის წესრიგისა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს, მათ აჯანჯღარეს ეს ქვეყანა და საბოლოოდ თავად მოიშალნენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პრობლემაა არის არა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობაში, არამედ იმაში, რომ ისინი ყველანაირად აცდენილი არიან როგორც მოსახლეობის ინტერესებს, ისე დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოს ელემენტარულ პრინციპებს.

„ეს არის, საერთო ჯამში, ის, რაც უნდოდათ, რომ გაეკეთებინათ საკუთარი ქვეყნისთვის და დაემართათ საკუთარ პარტიაში. ეს არის ლოგიკური დასასრული იმ რადიკალური დღის წესრიგისა, რომელიც აქვთ. მათ აჯანჯღარეს ეს ქვეყანა და საბოლოოდ თავად მოიშალნენ. რაც შეეხება თავმჯდომარის არჩევნებს, ვის აირჩევენ, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. პრობლემა არის არა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობაში, არამედ იმაში, რომ ისინი ყველანაირად აცდენილი არიან როგორც მოსახლეობის ინტერესებს, ისე დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოს ელემენტარულ პრინციპებს. ასე რომ, საერთო ჯამში, ეს არის პრობლემა. ვიდრე ამ პრობლემას არ გადაწყვეტენ, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება თავმჯდომარე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.