შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ წინა საარჩევნო კამპანია დაფუძნებული იყო რეფერენდუმზე, რომელიც წააგეს, ახლა კამპანიის მეორე ტალღა აქვთ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე, ამასაც წააგებენ
შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ წინა საარჩევნო კამპანია დაფუძნებული იყო რეფერენდუმზე, რომელიც წააგეს, ახლა კამპანიის მეორე ტალღა აქვთ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე, ამასაც წააგებენ

„ნაციონალური მოძრაობის“ წინა საარჩევნო კამპანია დაფუძნებული იყო რეფერენდუმზე, რომელიც წააგეს, ახლა კამპანიის მეორე ტალღა აქვთ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე, ამასაც შესაბამისად წააგებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„ზოგადად, მათი პოლიტიკური დღის წესრიგი არის მხოლოდ არეულობა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით კიდეც და ამ არეულობის მოწყობას ცდილობენ. ვხედავთ, რომ აქვთ მცდელობა, თუმცა არ გამოსდით საერთო ჯამში. ერთადერთი, რაც შეუძლიათ, საკუთარი მომხრეების ვიწრო წრის მობილიზება და ეს არის მათი მაქსიმუმი, რასაც შეიძლება მიაღწიონ. რა თქმა უნდა, თავად ის, რომ ასე აგრესიული ფორმით აქვთ გადაწყვეტილი მივიდნენ მეორე ტურამდე, ოპოზიციას და „ნაციონალურ მოძრაობას“ ვგულისხმობ, უფრო მეტ მოტივაციას გაუჩენს ჩვენს მხარდამჭერებს, რათა მოვიდნენ მეორე ტურზე და კიდევ ერთხელ უთხრან არა ძალდობას და კიდევ ერთხელ გამიჯნონ ერთმანეთისგან ბოროტება და სიკეთე. ამ გადაწყვეტილებას მიიღებს ქართველი ამომრჩეველი“,- განაცხადა პაპუაშვილმა.