შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ დღევანდელ სხდომას ბოიკოტს უცხადებს, საარჩევნო კოდექსზე კენჭისყრას ჩავატარებთ ხვალ, რათა ყველამ შეძლოს მონაწილეობა
შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ დღევანდელ სხდომას ბოიკოტს უცხადებს, საარჩევნო კოდექსზე კენჭისყრას ჩავატარებთ ხვალ, რათა ყველამ შეძლოს მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებთ კენჭისყრა 15 დეკემბერს ჩატარდება, რათა ყველა დეპუტატს ჰქონდეს საშუალება, სხდომას დაესწროს.

შალვა პაპუაშვილმა პლენარული სხდომის დასაწყისში განაცხადა, რომ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დღევანდელ სხდომას ბოიკოტს უცხადებენ.

„გაცნობებთ, რომ შემოვიდა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება, რომლითაც ისინი დღევანდელ სხდომას უცხადებენ ბოიკოტს. შესაბამისად, ისინი ვერ დაესწრებიან საარჩევნო რეფორმის განხილვის საკითხებს, რომელიც 12 პუნქტის ერთ-ერთი საკითხია. რაც შეეხება კენჭისყრებს, 15:00 საათზე გვექნება კენჭისყრა. საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით კენჭისყრას ჩავატარებთ ხვალ, რომ ყველა დეპუტატს და ყველა ფრაქციას ჰქონდეს შესაძლებლობა ამ კენჭისყრაში მიიღოს მონაწილეობა. ამიტომ დღეს განვიხილავთ მეორე მოსმენით, თუმცა კენჭისყრა, ვფიქრობ, ხვალ ჩავატაროთ, რათა ყველას პოზიცია გახდეს ცნობილი ამ პროექტთან დაკავშირებით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.