შალვა პაპუაშვილი - მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გააკეთა სერიოზული განცხადება და იმედი მაქვს, საგარეო საქმეთა სამინისტრო დიპლომატიური ხაზებით გაარკვევს ამ საკითხს
შალვა პაპუაშვილი - მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გააკეთა სერიოზული განცხადება და იმედი მაქვს, საგარეო საქმეთა სამინისტრო დიპლომატიური ხაზებით გაარკვევს ამ საკითხს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გააკეთა სერიოზული განცხადება და იმედი გამოთქვა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო დიპლომატიური ხაზებით გაარკვევს ამ საკითხს.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საკითხში სიცხადე უნდა შევიდეს.

„ეს განცხადება არის ძალიან სერიოზული განცხადება. იმედი მაქვს, საგარეო საქმეთა სამინისტრო საქმეში ჩაერთვება და დიპლომატიური ხაზებით მოხდება ამ საკითხის გარკვევა. თავისთავად, მნიშვნელოვანია, სიცხადე შევიდეს საკითხში, რაც მოსამართლისგან მოვისმინეთ. ჯერ სიცხადე არ არის. ამიტომ, ვნახოთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ განაცხადა, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, შეხვედრა ჰქონდა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან. „მან მითხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მივიღე გამამტყუნებელი განაჩენი და გამოვიყენე თავისუფლების აღკვეთა“, – განაცხადა მოსამართლემ.