შალვა პაპუაშვილი - მინდა, ყველას მოვუწოდო, ნუ აქცევენ ნებისმიერ ტრაგედიას საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის თემად, იქონიონ უფრო მეტი თანაგრძნობა მოქალაქეების მიმართ და უგულშემატკივრონ მაშველების მიერ სამაშველო ღონისძიების წარმატებით დასრულებას
შალვა პაპუაშვილი - მინდა, ყველას მოვუწოდო, ნუ აქცევენ ნებისმიერ ტრაგედიას საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის თემად, იქონიონ უფრო მეტი თანაგრძნობა მოქალაქეების მიმართ და უგულშემატკივრონ მაშველების მიერ სამაშველო ღონისძიების წარმატებით დასრულებას

ამ მომენტისთვის, საქართველოს ცენტრალური და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობების პრიორიტეტს ნანგრევებში მოყოლილი მოქალაქეების გამოყვანის უზრუნველყოფა წარმოადგენს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილი გამოეხმაურა ბათუმში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილის ჩამონგრევის ფაქტს და აღნიშნა, რომ ახლა მნიშვნელოვანია, ნანგრევებიდან ადამიანების ნანგრევებიდან კონცენტრირება.

„გვინდა, გამოვეხმაუროთ ბათუმის ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილის ჩამონგრევის ფაქტს. ამ მომენტისთვის, საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობების პრიორიტეტს ნანგრევებში მოყოლილი მოქალაქეების გამოყვანის უზრუნველყოფა წარმოადგენს. იცით, რომ ჩვენმა მაშველებმა უკვე შეძლეს რამდენიმე ადამიანის ნანგრევებიდან გამოყვანა და ჩვენ ახლა ვალდებული ვართ, სწორედ ამ ამოცანაზე ვკონცენტრირდეთ.

ამ კონტექსტში, მინდა ყველას მოვუწოდო, ნუ აქცევენ ნებისმიერ ტრაგედიას საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის თემად, იქონიონ უფრო მეტი თანაგრძნობა მოქალაქეების მიმართ და უგულშემატკივრონ ჩვენი მაშველების მიერ სამაშველო ღონისძიების წარმატებით დასრულებას. სამაშველო ღონისძიების დასრულების შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენ მოველით, რომ უმოკლეს ვადებში დადგინდება ამ შემთხვევის მიზეზები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.