შალვა პაპუაშვილი - მადლობა ბულგარეთის პარლამენტს დეკლარაციისთვის, საქართველოს ევროატლანტიკური გზისა და კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდაჭერისთვის
შალვა პაპუაშვილი - მადლობა ბულგარეთის პარლამენტს დეკლარაციისთვის, საქართველოს ევროატლანტიკური გზისა და კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდაჭერისთვის

მადლობა ბულგარეთის პარლამენტს საპარლამენტო დეკლარაციისთვის, საქართველოს ევროატლანტიკური გზისა და კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდაჭერისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

შალვა პაპუაშვილის თქმით, აფასებს გულწრფელ პარტნიორობას.

„გულწრფელი მადლობა ბულგარეთის პარლამენტს და მის თავმჯდომარეს, ჩემს მეგობარს, როსენ ჟელიაზკოვს საპარლამენტო დეკლარაციისთვის, საქართველოს ევროატლანტიკური გზისა და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდაჭერისთვის. ჩვენ ვაფასებთ გულწრფელ პარტნიორობას, რომელიც საერთო ღირებულებებს, ინტერესებსა და ევროპულ მომავალს ეფუძნება“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ბულგარეთის პარლამენტმა დღეს მიიღო დეკლარაცია, რომელშიც მხარს უჭერს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას.