საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ლიეტუვას სახელმწიფოს აღდგენის დღეს ულოცავს.
ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„ძვირფასო ლიეტუველო მეგობრებო, გულწრფელად გილოცავთ ლიეტუვის სახელმწიფოს აღდგენის 104-ე წლისთავს. იყავით ძლიერი და მტკიცე. ჩვენ ვამაყობთ საქართველო-ლიეტუვის პარტნიორობით. გილოცავთ“, – წერს შალვა პაპუაშვილი „ტვიტერში“.