შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირმა უნდა გადაწყვიტოს, ან ის ხდება თანამონაწილე ქართველი ხალხის უმრავლესობის გინების და მონად წოდების, ან გაემიჯნება ამ ქცევას

17:35, 22.09.2026

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მაგინებელსა და მონის მწოდებელზე იხარჯება ევროკავშირის ფული, აღარ ვიცი, რა კვლევა და ანალიზი არის საჭირო. გასაგებია, რომ საქმე გვაქვს ამაზრზენ მდგომარეობასთან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს, რამდენად მისაღებია, რომ „„დანიის კულტურის ინსტიტუტის“ პროექტის, „შემოქმედებითი კომპასი საქართველოს“ ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული, ოთხწლიანია და საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის თანადაფინანსებით ხორციელდება, ფესტივალზე მოწვეული იყოს მუსიკოსი „კორძი“, რომელმაც „ქართული ოცნების“ ათასობით ამომრჩეველს შეურაცხყოფა მიაყენა“.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ევროკავშირმა უნდა გადაწყვიტოს, გაემიჯნება თუ თანამონაწილე გახდება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის შეურაცხყოფის.

„„ერთი მხრივ, არის ადამიანი, რომელიც პოლიტიკური გემოვნების ნიშნით საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს აგინებს; ღონისძიებას ორგანიზებას უწევს „გორის კულტურული ცენტრი“, რომელიც პოლიტიკური გემოვნებიდან გამომდინარე, საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს მონებს უწოდებს. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მაგინებელს და მონის მწოდებელზე იხარჯება ევროკავშირის ფული, აღარ ვიცი, რა კვლევა და ანალიზია საჭირო. გასაგებია, რომ საქმე გვაქვს ამაზრზენ მდგომარეობასთან, რომელსაც სჭირდება გადაწყვეტილება. ევროკავშირმა უნდა გადაწყვიტოს, ან ხდება თანამონაწილე ქართველი ხალხის უმრავლესობის გინების და მონად წოდების, ან გაემიჯნება ამ ქცევას. ეს ქცევა არის ექსტრემიზმი, ფაშიზმი. პოლიტიკური ნიშნით როდესაც ადამიანებს შემოსაზღვრავ, მონებს, უუფლებო არსებებს უწოდებ და ამაში შენ, როგორც ევროკავშირი, თანხობრივად ჩარეული ხარ – ასეთი ევროპა იყო ასი წლის წინ. ან ასი წლის წინანდელი ევროპის ღირებულების მატარებელია, ვინც აფინანსებს ფაშისტური სლოგანებისა და იდეოლოგიების ავტორებს, ან გაემიჯნებიან ამ ღონისძიება და ამ ადამიანებს. ასე რომ, ჩვენ ველოდებით პასუხს და ქმედებებს ევროკავშირის, თუ იმ დონორი ორგანიზაციების მხრიდან, რომელიც ჩართულია ამ ღონისძიებაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მსგავსი