შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ, მათი პასუხისმგებლობაა, ეს მძიმე ლაქა ჩამოირეცხონ
ვინც ძალადობის მხარდაჭერაში ერთხელ უკვე მხილებულია, თავად უნდა დაგვარწმუნოს, რომ ამას აღარ გაიმეორებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პაპუაშვილი წერს, ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში „საკმარისზე მეტჯერ“ ჩაიჭრნენ.
„ახლა მათი პასუხისმგებლობაა, ეს მძიმე ლაქა ჩამოირეცხონ.
მანამდე კი, ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდამჭერებად რჩებიან“, – წერს შალვა პაპუაშვილი.