შალვა პაპუაშვილი - ესტონეთი პარტიების დაფინანსებას უკრძალავს მესამე ქვეყნის მოქალაქეებსო, რაც გვეუბნება, რომ ისინი არიან არისტოკრატები, ჩვენ გლეხები, ეს ხუმრობა ევროკავშირის პოლიტიკის მაჩვენებელია
შალვა პაპუაშვილი - ესტონეთი პარტიების დაფინანსებას უკრძალავს მესამე ქვეყნის მოქალაქეებსო, რაც გვეუბნება, რომ ისინი არიან არისტოკრატები, ჩვენ გლეხები, ეს ხუმრობა ევროკავშირის პოლიტიკის მაჩვენებელია

ესტონეთი მესამე ქვეყნის მოქალაქეებს უკრძალავს პარტიების დაფინანსებასო. ეს იმას გვეუბნება, რომ ესტონეთი ევროკავშირის წევრია და ისინი არიან არისტოკრატები, ჩვენ გლეხი ხალხი ვართ და უფლება არ გვაქვს, გვქონდეს კანონები, რაც გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, „სინამდვილეში, ეს ხუმრობა იმის მაჩვენებელია, რეალურად როგორ საერთაშორისო პოლიტიკასთან გვაქვს საქმე ევროკავშირის შიგნით“.

„ასეთი ცინიზმი და აროგანტულობაა, როცა თბილისისხელა ესტონეთი საქართველოს შენიშვნებს აძლევს და კარნახობს, რა უნდა მიიღოს და რა არ უნდა მიიღოს. მათთვის კი ყველაფერი ხსნილია, რაც უნდათ, შეუძლიათ, აკეთონ. ეს მხოლოდ ერთადერთი საკითხი არ არის, ბევრი რამე აქვთ ასეთი მიღებული. მათ საკუთარ რეზიდენტებს, ტალინის მოსახლეობას არჩევნებზე ცოტა ხნით ადრე საარჩევნო უფლება ჩამოართვეს და ამაზე კაციშვილს ხმა არ ამოუღია. აბა, ასეთი რაღაც ჩვენ გაგვეკეთებინა, როგორი რეაქცია ექნებოდათ. ნუ ეძებთ ნურც სამართლიანობას, ნურც ევროპულობას ბალტიის ქვეყნების პოლიტიკაში საქართველოსთან დაკავშირებით“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.