შალვა პაპუაშვილი – ერთადერთი დაპირისპირება არის ე.წ. ოპოზიციაში, რომელსაც შემოდგომის ციებ-ცხელება დაეწყო, ვგულშემატკივრობთ მათ დაპირისპირებას, რომ კარგად წარმოჩნდეს, ვისთან გვაქვს საქმე

12:16, 31.08.2026

ერთადერთ დაპირისპირებას, რასაც ვხედავთ, არის ე.წ. ოპოზიციაში, რომელსაც პოლიტიკური აქტივობის შემოდგომის ციებ-ცხელება დაეწყო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით პაპუაშვილმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „არის თუ არა დაპირისპირება „ქართულ ოცნებაში?““

პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციაში ძირითადად ერთმანეთის მიმართ არის გამოხატული დაპირისპირება.

„მათ დაპირისპირებას ვგულშემატკივრობთ, რომ კარგად წარმოჩნდეს, ვისთან გვაქვს საქმე“, -აღნიშნა პაპუაშვილმა.

მსგავსი