შალვა პაპუაშვილი - ექსტრემისტები უკვე აღიარებენ, რომ მათი საქმიანობა ექსტრემიზმია, ახლა ჯერი დონორებზეა
ექსტრემისტები უკვე აღიარებენ, რომ მათი საქმიანობა ექსტრემიზმია. ახლა ჯერი დონორებზეა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
პაპუაშვილი ეხმაურება „ფედერალისტების“ ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ექსტრემიზმი ყოველთვის ცუდი არ არის.
როგორც პაპუაშვილი წერს, საქართველოში ექსტრემიზმის დაფინანსება უნდა შეწყდეს.
ცნობისთვის, „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა ფეისბუქლაივის დროს განაცხადა: „ექსტრემიზმი უკიდურესი ზომების გამოყენებას ნიშნავსო და ზუსტად მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ის ყოველთვის ცუდი არ არის. მაგალითად, სამართლიანობის დაცვასა და სამართლიანი საზოგადოების მისაღწევად უკიდურესი ზომების გამოყენება ცუდი არ შეიძლება იყოს. მაგალითად, ყველა მოსამართლის დათხოვნა, რათა სამართალმა იზეიმოს. ასევე, ექსტრემიზმი თავისუფლების დაცვაში ცუდი საერთოდ არ არის“.