შალვა პაპუაშვილი - დღეს პატივს მივაგებთ საბჭოთა რუსეთის წითელ არმიასთან ბრძოლაში დაღუპული იუნკერების ხსოვნას, ფასდაუდებელია მათი თავგანწირვა და ღვაწლი ქვეყნის წინაშე
შალვა პაპუაშვილი - დღეს პატივს მივაგებთ საბჭოთა რუსეთის წითელ არმიასთან ბრძოლაში დაღუპული იუნკერების ხსოვნას, ფასდაუდებელია მათი თავგანწირვა და ღვაწლი ქვეყნის წინაშე

დღეს პატივს მივაგებთ საბჭოთა რუსეთის წითელ არმიასთან ბრძოლაში დაღუპული იუნკერების ხსოვნას, ფასდაუდებელია მათი თავგანწირვა და ღვაწლი ქვეყნის წინაშე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„1921 წელი…

23 თებერვალი…

დღე, რომელსაც ტკივილით და სიამაყით ვიხსენებთ – ამ დღეს პატივს მივაგებთ საბჭოთა რუსეთის წითელ არმიასთან ბრძოლაში დაღუპული იუნკერების ხსოვნას.

სამხედრო სასწავლებლის იუნკერები კოჯორ-ტაბახმელასთან საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირნენ. ფასდაუდებელია მათი თავგანწირვა და ღვაწლი ქვეყნის წინაშე.

ჩვენი პასუხისმგებლობაა, ვიცოდეთ მათი გმირობის ისტორიები და უკვდავყოთ მათი ძალისხმევა. იუნკერთა პატრიოტიზმი და სულიერი სიმტკიცე სამაგალითოა თითოეული ქართველისთვის“, – წერს შალვა პაპუაშვილი.