შალვა პაპუაშვილი - ერთადერთი, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ამომრჩეველს არჩევნების შემდეგ ჰპირდება, არეულობაა
შალვა პაპუაშვილი - ერთადერთი, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ამომრჩეველს არჩევნების შემდეგ ჰპირდება, არეულობაა

საინტერესო მოვლენასთან გვაქვს მგონი საქმე. ვფიქრობ, ეს არის გამოძახილი იმ შინაგანი განხეთქილების, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებობს. ვნახეთ სარეკლამო ბანერები გამოკრული, სადაც ამომრჩევლებს მოუწოდებენ, რომ მერობაზე მხარი დაუჭირონ ნიკა მელიას, პარტიული მხარდაჭერით მხარი დაუჭირონ ელენე ხოშტარიას პარტიას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ სურვილი აქვს მისი ამომრჩევლის ხმები ელენე ხოშტარიას პარტიის მიმართულებით გადავიდეს.

„ნიკა მელია მოუწოდებს ამომრჩევლებს, მათ შორის თავის ამომრჩევლებს, რომ მხარი დაუჭიროს ელენე ხოშტარიას პარტიას. აქედან გამომდინარე ჩანს, რომ არის სურვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა ხმები გადავიდეს ელენე ხოშტარიას პარტიის მიმართულებით. ალბათ, სტრატეგია არის არჩეული, „ნაციონალური მოძრაობის“ შიდაპარტიული ხმების სხვა პარტიაში გადადინება. ჩანს, რომ ეს არის პირდაპირ დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“, როგორც ჩანს, ნიკა მელიას და მიხეილს სააკაშვილს შორის. ეს მათი ტაქტიკაა. ფაქტია, რომ აბსურდულია, ერთი მხრივ, მოუწოდებდე ინდივიდუალურად მხარი დაუჭირო „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატს, ხოლო პარტიული მხარდაჭერა გამოუცხადო სხვა პარტიას, აბსურდია. ოპოზიციური პარტიის კანდიდატები ძირითადად დაკავებულები არიან სხვადასხვა სკვერებსა და პარკებში, რომელიც კახა კალაძის მერობის დროს არის განათებული, ამ სკვერებში ადამიანებთან მოკლევადიანი შეხვედრებით და იქაც, ერთადერთი დანაპირები, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აძლევს ამომრჩეველს, არის ის, რომ ისინი ჰპირდებიან არეულობას, არჩევნების შემდეგ, ეს არის და მეტი არაფერი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.