შალვა პაპუაშვილი - ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატურებისთვის ჩვენი კრიტერიუმებია პროფესიონალიზმი და ნეიტრალიტეტი, ოპონენტებმა დაასაბუთონ, რა პრეტენზია ექნებათ რომელიმეს მიმართ
შალვა პაპუაშვილი - ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატურებისთვის ჩვენი კრიტერიუმებია პროფესიონალიზმი და ნეიტრალიტეტი, ოპონენტებმა დაასაბუთონ, რა პრეტენზია ექნებათ რომელიმეს მიმართ

ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატურებისთვის ჩვენი კრიტერიუმებია პროფესიონალიზმი და ნეიტრალიტეტი, ოპონენტებმა დაასაბუთონ, რა პრეტენზია ექნებათ რომელიმეს მიმართ, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„პარლამენტი ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებს განიხილავს. ჩვენი კრიტერიუმებია პროფესიონალიზმი და ნეიტრალიტეტი. ჩვენმა ოპონენტებმა დაასაბუთონ, რა პრეტენზია ექნებათ რომელიმე კანდიდატის მიმართ. კანდიდატების უმეტესობას ვიცნობ და გამიკვირდა, რომ როგორც ჩანს, კომისიაში არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხმა შეთანხმებულად მისცეს და საკუთარ წარმომადგენელს მხარი დაუჭირეს.

გასაკვირია, რომ „სამართლიანი არჩევნების“ გამგეობის თავმჯდომარეა წარმოდგენილი, ამ ორგანიზაციის რეპუტაცია ვიცით. ამ ორგანიზაციას პარალელური დათვლის ყალბი შედეგები ჰქონდა გამოქვეყნებული, იცოდა, რომ ეს ზუსტი არ იყო და საზოგადოებას უმალავდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.