შალვა პაპუაშვილი - ამნისტია არ გამოიცემა იმისთვის, რომ ნიკა მელია გამოვიდეს ციხიდან, მისი მიზანია პოლარიზაციის შემცირება და კონფრონტაციის გადატანა შეთანხმებისკენ
შალვა პაპუაშვილი - ამნისტია არ გამოიცემა იმისთვის, რომ ნიკა მელია გამოვიდეს ციხიდან, მისი მიზანია პოლარიზაციის შემცირება და კონფრონტაციის გადატანა შეთანხმებისკენ

ჩვენ ვაპირებთ, რომ შეთანხმება შევასრულოთ, რაც გულისხმობს, რომ ამნისტია უნდა განხორციელდეს. ჩვენი მიზანი და მცდელობაა, იყოს ერთიანი ინიციატივა, სწორედ ამიტომ ვიყავით ამ შეხვედრაზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ამნისტიამ ქვეყანაში პოლარიზაცია უნდა შეამციროს.

„ეს ამნისტია არ გამოიცემა იმისთვის, რომ ნიკა მელია გამოვიდეს ციხიდან, ამ ამნისტიის მიზანია პოლარიზაციის შემცირება, კონფრონტაციის გადატანა შეთანხმებისკენ. ამიტომ, სჯობს, რომ პირველივე ნაწილში ერთობლივი ინიციატივა იყოს ამას ვცდილობთ ახლა. თუ საბოლოო ჯამში ისე მოხდა, რომ მარტო ჩვენ მოგიწია ინიცირება, ეს იქნება ისეთი ტექსტი, რომელიც იქნება ყველაზე ახლოს შეთანხმებასთან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.