შალვა პაპუაშვილი - ამ დაჯგუფებების სახით გვაქვს დანაშაულებრივი გაერთიანება, რომელიც საქართველოს დაზიანებას ცდილობს, მათ უნდა შევხედოთ, როგორც პოლიტიკურ კრიმინალებს
4 ოქტომბრის ძალადობრივი გადატრიალების საქმეზე განაჩენის შემდეგ, რადიკალური ოპოზიციის მიმართ სიტყვა „ერთობა“ პოლიტიკური ლექსიკონიდან უნდა ამოვიღოთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს მონტენეგროში განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ეს არის დანაშაულებრივი ერთობა და დანაშაულებრივი გაერთიანება, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს.
„ჩვენ ამ დაჯგუფებების სახით დანაშაულებრივი გაერთიანება გვაქვს, რომელიც საქართველოს დაზიანებას ცდილობს. ამ ყველაფერს უნდა შევხედოთ, როგორც დანაშაულის დაგეგმვა-ორგანიზება-განხორციელებას, რადგან ეს არის ერთი დიდი დანაშაული პოლიტიკური და, რიგ შემთხვევებში, სისხლისსამართლებრივ დანაშაულში გადაიზრდება ხოლმე, რომელსაც ისინი ჩადიან ქვეყნის წინააღმდეგ. მათ უნდა შევხედოთ, როგორც პოლიტიკურ კრიმინალებს, რომელთაც დანაშაულებრივი ერთობა აქვთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.