შალვა პაპუაშვილი – „ალდე“ ვიდრე არ გაემიჯნება ტერორისტის მოკავშირე „ლელოს“, მათი ნებისმიერი განცხადება უნდა განვიხილოთ, როგორც ტერორისტის მფარველი გაერთიანების განცხადება
„ალდე“ დღემდე არ გამიჯვნია მისი წევრის, პარტია „ლელოს“ გადაწყვეტილებას ტერორისტთან პარტიული კავშირის და თანამშრომლობის გაგრძელების თაობაზე“, — წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, „ალდემ“ თავი ტერორიზმის შემწყნარებლად და მფარველად გამოაცხადა და ამ ფაქტს ვეღარსად გაექცევა.
„„ალდე“ დღემდე არ გამიჯვნია მისი წევრის, პარტია „ლელოს“ გადაწყვეტილებას ტერორისტთან პარტიული კავშირის და თანამშრომლობის გაგრძელების თაობაზე. ამით თავად „ალდემ“ თავისი თავი ტერორიზმის შემწყნარებლად და ტერორისტის მფარველად გამოაცხადა და ამ ფაქტს ვეღარსად გაექცევა. ვიდრე „ალდე“ არ გაემიჯნება ტერორისტის მოკავშირე „ლელოს“, საქართველოსთან დაკავშირებით „ალდეს“ ხელმძღვანელობის ნებისმიერი განცხადება უნდა განვიხილოთ, როგორც ტერორისტის მფარველი გაერთიანების განცხადება“, — წერს პაპუაშვილი.
ცნობისთვის, პარტია „ალდემ“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „მკაცრად ვგმობთ და მოვითხოვთ პარტიების აკრძალვის საქმის გაუქმებას, მოვუწოდებთ ევროკავშირს, დააწესოს მიზნობრივი სანქციები იმ პირთა მიმართ, ვინც ოპოზიციის წინააღმდეგ კამპანიაზეა პასუხისმგებელი“.