შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე ყველა საკითხზე შეჯერდნენ
შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე ყველა საკითხზე შეჯერდნენ

ფაქტობრივად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა საკითხზე შევჯერდით, შეჯერებული ვარიანტი არის ის, რაც ეფუძნება, როგორც ქვეყნის შიგნით კონსენსუსს, ასევე მოსაზრებებს, რაც პარტნიორებისგან გვაქვს, – განაცხადა დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ.

„გაიზრდება ვადა და რამდენიმე თვით ადრე გახდება ცნობილი, თუ ვინ იქნებიან საარჩევნო უბნების წევრები.

შევთანხმდით, რომ მას შემდეგ, რაც საარჩევნო უბანი დაიკეტება, შესწორების ოქმების შედგენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ, რომ უბნის გადათვლის საფუძველზე.

შეიქმნება საჩივრების წარდგენის ელექტრონული პორტალი, რომელზეც საჩივარი ელექტრონულად აიტვირთება და მისი ხელით შეტანა აუცილებელი არ იქნება.

თუკი საოლქო კომისია ან ცესკო სამართალდარღვევის ოქმს არ შეადგენს, შესაძლებელი იქნება ამის სასამართლოში გასაჩივრება.

საკითხები შეთანხმებულია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან და 100-მეტრიან რადიუსთან დაკავშირებითაც“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.