შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ნიკა მელიას სარჩელს სტრასბურგის სასამართლოში დასაშვებობის ეტაპი ჯერ არ გაუვლია
შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ნიკა მელიას სარჩელს სტრასბურგის სასამართლოში დასაშვებობის ეტაპი ჯერ არ გაუვლია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოში ამ ეტაპისთვის ნიკა მელიას საქმეზე სარჩელის შესწავლა და საქართველოს მთავრობასთან კომუნიკაცია მიმდინარეობს.

პაპუაშვილის განმარტებით, შესაბამისად, სარჩელს ჯერ დასაშვებობის ეტაპი არ გაუვლია.

„პროცედურულად იცით, რომ ფორმალურად თუკი გამართულია, ხდება მისი შესწავლა. ახლა არის ეს ეტაპი, რომ ხდება სარჩელის შესწავლა, საქართველოს მთავრობასთან კომუნიკაცია. ასე რომ, ჯერ დასაშვებობის ეტაპი არ გაუვლია“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ნიკა მელიას ადვოკატების ინფორმაციით, სარჩელი ეხება სისხლის სამართლებრივი დევნის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას, რაც კონვენციის მე-18 და მე-5 მუხლების დარღვევას გულისხმობს.