შალვა ნათელაშვილი ინიციატივით გამოდის, 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე დისტანციის დაცვით დიდი სახალხო თავყრილობა ჩატარდეს
შალვა ნათელაშვილი ინიციატივით გამოდის, 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე დისტანციის დაცვით დიდი სახალხო თავყრილობა ჩატარდეს

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნეთელაშვილის განცხადებით, ოპოზიციურმა პარტიებმა ერთსულოვნად მოითხოვეს საგანგებო რეჟიმისა და კომენდანტის საათის გაუქმება.

„ეს არის აბსოლუტურად ყურით მოთრეული ივანიშვილის რეჟიმის მიერ გამოგონილი ინსტიტუტები, არა იმისთვის, რომ ვირუსს და ეპიდემიას ებრძოლონ, არამედ იმისთვისაც, რომ გააჩერონ პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა აქტიური პროცესები ქვეყანაში და ამით გაიხანგრძლივონ ძალაუფლებისა და პოლიტტკბობის პერიოდი, რაც აუცილებლბად იქნება დასრულებული“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

გარდა ამისა, ნათელაშვილის თქმით, მისი აზრია და ეს კოლეგებსაც გაუზიარა, რომ 20 ივნისს დისტანციის დაცვით, რუსთაველის გამზირზე დიდი სახალხო თავყრილობა ჩატარდეს.

„მინდა, ჩემი აზრიც მოგახსენოთ, რაც გავუზიარე კოლეგებს და ეს წავა განხილვაში, რომ 20 ივნისს უნდა ჩატარდეს დისტანციის დაცვით დიდი სახალხო თავყრილობა რუსთაველის პროსპექტზე, რათა კიდევ ერთხელ გავახსენოთ მთელ მსოფლიოს და რაც მთავარია, ამ ხელისუფლებას, რომ ჩვენ არ გვავიწყდება მათი სიავე, მათი ბოროტება, მათი ნამოქმედარი 20 ივნისს და რომ წინააღმდეგობა არის სახალხო და არა მხოლოდ ოპოზიციის“, – აღნიშნა  შალვა ნათელაშვილმა.