შალვა ნათელაშვილი - ყველა გარდაცვლილი წინაპარი რომ ადგეს და გვთხოვოს, ჩემი ფეხი არ იქნება პარლამენტში
შალვა ნათელაშვილი - ყველა გარდაცვლილი წინაპარი რომ ადგეს და გვთხოვოს, ჩემი ფეხი არ იქნება პარლამენტში

მიხეილ სააკშვილს, როგორც ფაქტობრივ ლიდერს, რა თქმა უნდა აქვს როლი „ნაციონალური მოძრაობის“ ფუნქციონირებაში, მაგრამ მას არავითარი როლი არ აქვს საერთო ოპოზიციურ ფორმატში, სადაც ნებისმიერი პოლიტიკური საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ შეთანხმებით ხდება, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

ნათელაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილთან პირადი კონტაქტიც არ აქვს, რადგან ახალ და ყოფილ ხელმძღვანელობასთან კარგად თანამშრომლობს.

რაც შეეხება პარლამენტში შესვლის საკითხს, ნათელაშვილი ამბობს, რომ მისი პოზიცია უცვლელია და ამ გადაწყვეტილებზე გავლენას ვერავინ მოახდეს.

„მიხეილ სააკშვილს, როგორც ფაქტობრივ ლიდერს, რა თქმა უნდა როლი აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ ფუნქციონირებაში, მაგრამ მას არავითარი როლი არ აქვს საერთო ოპოზიციურ ფორმატზე, სადაც მხოლოდ შეთანხმებით ხდება ნებისმიერი პოლიტიკური საკითხის გადაწყვეტა. მე მასთან არანაირი პირადი კონტაქტიც კი არ მაქვს იმისთვის, რომ რამე კონსულტაციები გავიარო, რადგან ძალიან კარგად ვთანამშრომლობ ახალ ხელმძღვანელობასთან, ყოფილ ხელმძღვანელობასთან და თუ რამე იქნება საჭირო, შეგვიძლია, ორმხრივ ფორმატშიც განვიხილოთ და მრავალმხრივ ფორმატსაც ვხედავთ.

ჩემთვის არ არის დადგენილი, რომ სააკაშვილს საერთაშოროს ფორმატში რამე შეუძლია გადაწყვტოს. თუ არ ჩავთვლით ბიძინა ივანიშვილის მასმედიის საშუალებათა პროპაგანდირებას, თურმე პოლიტიკური სპექტრი გაყოფილია ივანიშვილს და სააკაშვილს შორის და მეტი პოლუსი არ არსებობს, თურმე დაიქცა სამყარო და დადგა მეორედ მოსვლა.

ამ წუთში, ყველა ოპოზიციური პარტია რომ შევიდეს პარლამენტში, თქვენი მონა მორჩილი შალვა ნათელაშვილი დარჩება თქვენთან, ხალხთან და ჩემი ფეხი იქ არ მივა. ვერავინ ვერ მოახდენს ჩემს გადაწყვეტილებაზე ზემოქმედებას და დარწმუნებული ვარ, იგივეს გეტყვიან ოპოზიციონერი კოლეგები და ლიდერები. გამორიცხულია, სააკაშვილი კი არა, ყველა გარდაცვლილი წინაპარი რომ ადგეს და ერთსულოვნად გვთხოვოს, რომ ჩვენ მომავალი გავყიდოთო, ჩვენ შვილებისთვის ქვეყანა დავაგირავოთ ოლიგარქზე, ამას არ გავაკეთებ“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დატოვე კომენტარი