შალვა ნათელაშვილი - ვიდრე დედამიწა ტრიალებს იმ მიმართულებით, როგორც ტრიალებს, შარლ მიშელის წარდგენილ დოკუმენტს ხელს არ მოვაწერ
შალვა ნათელაშვილი - ვიდრე დედამიწა ტრიალებს იმ მიმართულებით, როგორც ტრიალებს, შარლ მიშელის წარდგენილ დოკუმენტს ხელს არ მოვაწერ

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელს არც ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ მოაწერს.

როგორც ნათელაშვილი აცხადებს, აღნიშნული დოკუმენტი კაპიტულანტურია.

„თქვენ ფიქრობთ, რომ ჩვენ ოდესმე ხელს მოვაწერთ კაპიტულანტურ დოკუმენტს, რომლითაც კრიმინალი ივანიშვილის ბანდა იღებს ლეგიტიმაციას? ეს ხომ გამორიცხულია. ვიდრე დედამიწა ტრიალებს იმ მიმართულებით, როგორც ტრიალებს, ეს არ მოხდება. თუ უკუღმა დატრიალდება, არ მგონია, ამას მოვესწროთ“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელი მოაწერა ოპოზიციის ნაწილმა, რომელბიც მოგვიანებით პარლამენტში შევიდნენ.