შალვა ნათელაშვილი - უნდა გარისკოს ოპოზიციამ საკუთარი პრივილეგიებით, დატოვონ მანდატები, როგორც ჩვენ გავაკეთეთ და რეჟიმი არჩევნების გარეშეც დამხობილია
შალვა ნათელაშვილი - უნდა გარისკოს ოპოზიციამ საკუთარი პრივილეგიებით, დატოვონ მანდატები, როგორც ჩვენ გავაკეთეთ და რეჟიმი არჩევნების გარეშეც დამხობილია

„ლეიბორისტული პრტია“ არასოდეს არავისთან ბლოკში არ ყოფილა და 30 წელია, ასე ვმოძრაობთ როგორც სიტყვის, იდეის და მამულის უსაზღვრო სიყვარულის მატარაბელნი, რომლებიც არ ყიდიან კონიუქტურის მიხედვით საკუთარ მანდატებს და სხვა პრეფერენციებს არაფერზე, მათ შორის არც ბლოკებზე,- ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ლეიბორისტულ პარტიას“ არჩევნებისთვის საკუთარი კანდიდატები ჰყავს. შალვა ნათელაშვილის შეფასებით, ყველა პარტიამ ცალკე უნდა იყაროს კენჭი და ხელისუფლების შესაცვლელად ოპოზიციის ხმები გაერთიანდეს.

„ჩვენ ჩვენი კანდიდატები გვყავს, პარტიების კონკურენტები ვართ, „ოცნების“ – მტრები პოლიტიკური, დანარჩენი პარტიების კონკურენტები ვართ. თქვენ თუ გინდათ, რომ თხამ და მგელმა ერთად ძოვოს, ამას ბიბლიის საშუალებითაც ვერ მიაღწია კაცობრიობამ. შესაბამისად, კონკურენცია გამოაჩენს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. „ლეიბორისტული პრტია“ დაარსეების დღიდან არასოდეს არავისთან ბლოკში არ ყოფილა და 30 წელია, ასე ვმოძრაობთ როგორც სიტყვის, იდეის და მამულის უსაზღვრო სიყვარულის მატარაბელნი, რომლებიც არ ყიდიან კონიუქტურის მიხედვით საკუთარ მანდატებს და სხვა პრეფერენციებს არაფერზე, მათ შორის არც ბლოკებზე, თუმცა რომც გვდომოდა ახლა ამ ბლოკის და ალიანსის შექმნა, კანონით უკვე იკრძალება.

ყველა პარტიამ, უნდა თუ არ უნდა, ცალკე უნდა იყაროს კენჭი. გაერთიანდება ყველა ოპოზიციის მიერ მიღებული ხმები და თუ ოპოზიცია ისევე არ მოიქცევა როგორც შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის დროს, რამაც ჩაშალა ივანიშვილის რეჟიმის შეცვლის დაწყებული პროცესი, შევარდნენ პარლამენტში და ყველაფერი დაატრიალეს უკუღმა, თუ ასევე არ მოიქცევა სამომავლოდაც და აღებულ შედეგებს, ხმებს შეკრებს, გადააქცევს ერთ დიდ მდინარედ, რომელიც წალეკავს რეჟიმს, ეს იქნება უკვე შედეგი და რასაც ხალხი ელოდება ჩვენგან. თუ ისევ ჩაუწვებიან, საარჩევნო კომისიებში ისევ მოუწერენ ხელს ქოცების გაყალბებულ ოქმებს, მერე იტყვიან, რომ რაღაცები დაირღვა, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც დემოკრატიულად ჩატარდა არჩევნები, ჩვენ ისევ პარლამენტში ვრჩებით და ისევ ვრჩებით თალაკვაძე, პაპუაშვილი, კობახიძის მაყურებლები, ტაშის დამკვრელები, პარტნიორები, მხარის დამამშვენებლები და ისევ ვინარჩუნებთ ივანიშვილისთვის მრავალპარტიულ პარლამენტს, რათა მსოფლიოს ეგონოს, რომ აქ დემოკრატიის რაღაცა ნიშნებია, ამ შემთხვევაში საქართველოს არაფერი ეშველება. უნდა გარისკოს ოპოზიციამ საკუთარი პრივილეგიებით, საკუთარი ბედნიერებით. უნდა გამოვიდნენ იმ პარლამენტიდან, დატოვონ მანდატები როგორც ჩვენ გავაკეთეთ და რეჟიმი არჩევნების გარეშეც დამხობილია“, – აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.

დატოვე კომენტარი