შალვა ნათელაშვილი - უცხოეთიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით დრაკონული წესები თუ არ შეიცვალა, დავიწყებთ აქციების მომზადებას, ცა გაიხსნება, კარები გაიღება, რეჟიმი შეიცვლება
შალვა ნათელაშვილი - უცხოეთიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით დრაკონული წესები თუ არ შეიცვალა, დავიწყებთ აქციების მომზადებას, ცა გაიხსნება, კარები გაიღება, რეჟიმი შეიცვლება

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა საქართველოს აეროპორტთან აქცია გამართა.

შალვა ნათელაშვილმა საქართველოს მთავრობისგან ფრენების აღდგენა და საქართველოს მოქალაქეებისთვის უცხო ქვეყნიდან შემოსვლის დროს სავალდებულო ორკვირიანი კარანტინის მოხსნა მოითხოვა.

ამასთან, ნათელაშვილმა უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ამ მოთხოვნით საქართველოს საელჩოებთან აქციების გამართვისკენ და პიკეტირებისკენ მოუწოდა.

შალვა ნათელაშვილმა მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოში აქციების მოწყობა დაანონსა.

„ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეს აპატიმრებენ ორი კვირით, ე.წ. კარანტინში უშვებენ და უცხოელებს უშვებენ თავისუფლად. ყველაფერი გათვლილია იმაზე, რომ ივანიშვილმა არჩევნებამდე გარესამყარო ყველაფრისგან მოწყვიტოს, რათა უფრო კარგად მოახდინოს ძალაუფლების მორიგი უზურპირება, რისი საშუალებაც არ მიეცემა. უცხოეთში საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდე, დაიწყონ აქციები და საქართველოს საელჩოების პიკეტირება ქვეყნის გახსნის მოთხოვნით. თუ არ შეიცვალა ეს საპატიმრო, დრაკონული წესები, ჩვენ დავიწყებთ თბილისში და საქართველოში საყოველთაო აქციების მომზადებას. ცა გაიხსნება, კარები გაიღება, რეჟიმი შეიცვლება, მათ ვერანაირი ჩაკეტვა ვერ უშველით“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.