შალვა ნათელაშვილი - საზოგადოება არ არის მზად, აიტანოს ლგბტ-მარშები, ლგბტ იმ დღეს აქციაზე არ დაზარალებულა და არც უნდა დაზარალებულიყო
შალვა ნათელაშვილი - საზოგადოება არ არის მზად, აიტანოს ლგბტ-მარშები, ლგბტ იმ დღეს აქციაზე არ დაზარალებულა და არც უნდა დაზარალებულიყო

საზოგადოება არ არის მზად, აიტანოს ლგბტ-მარშები, ლგბტ იმ დღეს იქ არ დაზარალებულა და არც უნდა დაზარალებულიყო, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„მოდით, პირდაპირ ვთქვათ, რომ არავითარი ლგბტ იქ არ დაზარალებულა და არც უნდა დაზარალებულიყო. ის აქცია დაწყებული არც ყოფილა. ლგბტ ყოველ წელს აცხადებს, რომ უნდა ჩაატაროს მსვლელობა და მერე იმ მსვლელობას არ ატარებს. არ ატარებენ თუ ვერ ატარებენ, არ ვიცი, ეგ მაგათი საქმეა. 17 მაისიდან 17 მაისამდე გრანტებს ელოდებიან უცხოეთიდან, ამას ითვისებენ. იმედია, ამ ორგანიზაციის რიგით წევრებსაც აქვთ სოციალური შეღავათები.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საზოგადოება არ არის მზად, აიტანოს ლგბტ-მარშები. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ეს საკითხი უნდა მოიხსნას და მათ უნდა გააგრძელონ მუშაობა თეორიულად, კონფერენციების დონეზე. ჩვენ დავიცავთ მათ უფლებებს ძალადობისგან და სხვა უკანონო ქმედებებისგან“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დატოვე კომენტარი