შალვა ნათელაშვილი - საქართველოს მომავალს არავის გადავახერგინებთ, გვახსოვს სიტყვები - ჰეი, ვინ მოდის მანდ მომავლიდან
შალვა ნათელაშვილი - საქართველოს მომავალს არავის გადავახერგინებთ, გვახსოვს სიტყვები - ჰეი, ვინ მოდის მანდ მომავლიდან

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, კვლავ ადასტურებს საკუთარ გადაწყვეტილებას, რომ უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე.

„მე კიდევ ერთხელ საქვეყნოდ ვადასტურებ ჩემს გადაწყვეტილებას, დავტოვო ე.წ. საქართველოს პარლამენტი, რომელიც რეალობაში წარმოადგენს ჩვენი ხალხის ცოდვით შეკოწიწებულ კალოს, სადაც შეყრილი არიან ბიძინა ივანიშვილის მიერ მოპარული მილიარდების დამცველი საადვოკატო კანტორის წარმომადგენლები და რომელთა მიზანია ჩვენი სახელწიფოს გადაფორმება ოლიგარქიაზე.

ამ საქმეში მე მათ თანაშემწედ არ და ვერ გამოვადგები, ამის გამო მე მათ ვპირდები, რომ ისინი ძალიან მალე დაამთავრებენ ე.წ. პოლიტიკურ მოღვაწეობას, ძალიან მალე ქართველი ხალხი დაიბრუნებს უმაღლესობას თავის ქვეყანაზე, რომელიც მას წაართვეს ძალადობით, მოსყიდვით, გაყალბებით, ფალსიფიცირებით. საქართველოს მომავალს არავის ჩავაღობიებთ, არავის გადავახერგინებთ, ჩვენ ყოველთვის გვახსოვს ის დიდი სიტყვები – ჰეი, ვინ მოდის მანდ მომავლიდან? ჩვენ დღეს არა მარტო დღევანდელობაზე, არა მარტო ისტორიაზე, არამედ იმ მომავალზე ვფიქრობთ, რომელი მომავალიც უნდა დაიბადოს, გაიზარდოს და განვითარდეს თავისუფალ, დემოკრატიულ ქვეყანაში“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.